ტექსტი

აკრძალური აზრის დაბადების ჟამი

მამედლი იმირ

7697 ნახვა · დღეს 1

დიდხანს მალავდა გულნადებს თვისას,
ქარი კი ჰქროდა ფიქრთა მწეწავი,
დიდხანს მალავდა, როგორც ნაბიჭვარს
ფართო კაბის ქვეშ მალავს მეძავი.

იწურებოდა ჟამი შრატივით,
ფიქრით ფეხმძიმემ დიდხანს იარა.
გამოსავალი იყო მარტივი, -
დრო დაუდგა და იმშობიარა.