ტექსტი

უსასრულობის შეზღუდულობა

მამედლი იმირ

7696 ნახვა · დღეს 1

ვიდრე მზღუდავდა, კარგად ვიცოდი,
რა და როგორ მეკეთებინა.
თავისუფლება მომცა უეცრად,
და დამაბნია თავისუფლებით.

სანამ კარი დაკეტილია,
ვიცი, უნდა გავაღო კარი.
კარს რომ გავაღებ,
ცხრაკლიტურივით მზღუდავს სივრცის 
უსასრულობა.