ტექსტი

აღარ დამთავრდა

ქებურია ბელა

3550 ნახვა · დღეს 20

აღარ დამთავრდა წელს ეს ზამთარი,
ისევ წვიმაა, თოვლია, ნისლი...
სანაპიროსთან დამთავრდა კვალი
ზღვის და წვიმების ირწევა ისლი...
მარადისობის თუ ლეთას კართან
ისმის შრიალი _ სულთა ფრთებისა,
ფიქრები ტკივილს არწევენ ზანტად
ღამით, ქრებიან გათენებისას.
წვიმების ფარდით თუ თოვლის ბადით,
სამყარო ხურავს კარებს ნაპირთან,
მინებზე სეტყვის კენჭები დარბის
და სარკმლის მიღმა ჩიტი ატირდა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე