ტექსტი

იმ ვენეციურ ხიდეზე

ტაბიძე გალაკტიონ

95271 ნახვა · დღეს 17

იმ ვენეციურ ხიდეზე
შველი შევნიშნე მზიანი,
ისეთი ლამაზი იყო,
ისეთი ალერსიანი.

იმ ვენეციურ ხიდეზე
ქარი მოვარდა ხმიანი,
ისე ბოროტად აჰქუხდა
მკაცრი და განგებიანი.

ვენეციური ხიდიდან
ქარის სად შეხვდა ზიანი,
მაინც არ გადაიჩეხა
მშვენება ოცნებიანი.

ვენეციურო ხიდეო,
გიყურებ ხალისიანი,
ყელმოღერებას შველისას
ჟღერს ჩემი ლექსი გვიანი.

1941

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე