ტექსტი
ფიჭვი ბიჭვინთის
ტაბიძე გალაკტიონ95232 ნახვა · დღეს 2
მწერვალზე მიდის
ღრუბელი შვინდის,
დაეჭვებულა
ფიჭვი ბიჭვინთის.
იმ მწერვალისკენ
მივყევარ ბინდის
მხოლოდ და მხოლოდ
გულსა და სინდისს.
მწერვალზედა შლის
ცა ნისლის ფანტელს,
მივყევარ მხოლოდ
სიმართლის კანდელს.
დეე, მოვარდეს
თუნდაც გრიგალი,
აქ ვდგევართ მე და
ფიჭვი ბიჭვინთის.
1940