ტექსტი

* * * მთელი დღე წვიმის ეკიდა ქსელი...

ტაბიძე გალაკტიონ

95285 ნახვა · დღეს 22

მთელი დღე წვიმის ეკიდა ქსელი,
მთელი დღე ნისლში სცურავდა მტკვარი.
ტალახად იქცა ქუჩები სველი.
ქვაფენილებზე დაგუბდა ღვარი.
თითქო სტიროდა ტფილისი ძველი,
რომ ღიმილისთვის დრო აღარ არი,
რომ სევდიანი ქალაქს ედება -
გულის მომკვლელი თავ-გამეტება.

1940

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე