ტექსტი

* * * რკინის მკვნეტელი...

ტაბიძე გალაკტიონ

95279 ნახვა · დღეს 20

რკინის მკვნეტელი, რკინის მტეხელი -
აი ვინ არის შინატეხელი.
მას უყვარს ღვინო ტკბილად სასმელი.
ჩაქუჩი, წიგნი და ფეხსაცმელი.
როდესაც ხელში ჩაქუჩს აიღებს,
თუ რომ წვიმაა - ის გადაიღებს.
როდესაც ხელში წიგნი ექნება,
იცის სიცოცხლის გზა და შეგნება.
მაგრამ როდესაც გადაჰკრავს ღვინოს,
მასთან რომელმა არ მოილხინოს?
დასძახებს ლექსებს, მომეცით ხელი.
აი, ვინ არის შინატეხელი.

1940

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე