ტექსტი

ალპები

ტაბიძე გალაკტიონ

95290 ნახვა · დღეს 23

კარგია, კარგია მაღალი ალპები,
როს ნისლი ეხვევა ან ქარის აფრები,
ან როცა სიმშვიდის იპყრობს ლეტარგია,
ან როცა იღვიძებს, - კარგია, კარგია!

ასე, პოეზიის მაღალი მახვილი,
იმ მზის თუ ნისლის სწორად ამსახველი,
ღამით თუ ცეცხლია, მშვიდ დროში სარკეა,
თანაბრად დიდია, თანაბრად კარგია!

1940

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე