ტექსტი
* * * ვით მეომარმა...
ტაბიძე გალაკტიონ95286 ნახვა · დღეს 23
ვით მეომარმა
ხმალი დაჰპიროს
და ელვარება
უჩვენოს მზეზე,
ისე ამ ქუჩას,
ამ სანაპიროს
შუაგულს ხიდი
წამოდგა ზეზე,
და მიმითითებს
ლუვრს, სადაც ამ დროს
რაფაელია
და ვერონეზე.
1940
ტექსტი
95286 ნახვა · დღეს 23