ტექსტი

* * * ვით პაპის პაპა გოლიათი...

ტაბიძე გალაკტიონ

95278 ნახვა · დღეს 19

ვით პაპის პაპა გოლიათი
შვილების წინა,
აღმართულია დიდებული
მაღლა მონბლანი.

შვენებამ მზიურ ელვარებით
დააგვირგვინა -
და ვერრას აკლებს ქარიშხალთა
ხმა გამყივანი.

ისე - ის წიგნიც! ცეცხლისათვის
მარად ქვითკირი!
მისი სახელი ძველებურად
არის შექსპირი.

1940

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე