ტექსტი

ლოგოგრიფი

ტაბიძე გალაკტიონ

95275 ნახვა · დღეს 16

სდგება ხუთი ნაწილით
ჩემი დიდი სახელი,
იმერელი გახლავართ,
საჩხერით გეახელი.
პირველ ანბანს მომაცლით?
სულ პატარა გავხდები,
სათამაშო ბავშების,
ავხტები და დავხტები.
კიდევ ანბანს მომაცლით?
ვიტყვი: ჩემზე ახია.
და რუსული „მაშ, როგორ?“
სწორედ მოსაძახია.
ბოლოს ჩვენში იციან
სიტყვის პირის ბრუნება,
რას იზამთ, ასეთია
ზოგიერთის ბუნება.

1940

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე