ტექსტი
* * * ვერ გიხსნის გენიალობა...
ტაბიძე გალაკტიონ95282 ნახვა · დღეს 21
ვერ გიხსნის გენიალობა,
ვერც ნერვიული თითები.
შენ, როგორც დროის მწყრალობა,
ბრძოლას ნუ მოერიდები.
ძლიერი, უანკარესი
რომ გქონდა მგრძნობიერება,
მხოლოდ ამიტომ პარნასი
არავის მოეფერება.
1940