ტექსტი
ქიმერა
ტაბიძე გალაკტიონ95231 ნახვა · დღეს 1
ყომრალ ღრუბლებში
ორიოდ წამით,
მიმსგავსებული
ცისფერ ფაიფურს,
სიღრმით სინათლე
მოიჭრა ღამით,
რომ ისევ ყომრალ
ფრთით დაიბუროს.
ასეთი იყო
შუქი ნოტრ-დამის,
სად ყრუ ქიმერა
ჰგავდა კენგურუს.
1940
ტექსტი
95231 ნახვა · დღეს 1