ტექსტი

* * * ოდეს იყრების ომად ლაშქარი...

ტაბიძე გალაკტიონ

95292 ნახვა · დღეს 19

ოდეს იყრების ომად ლაშქარი,
არ რგებან გზანი,
ჩემო სიმღერავ, მაშინ ჩქარ-ჩქარი
ჰანგი დასძარი.

ოდეს სასმელად ლაშქარს არ ჰყოფნის
ზღვა ატლანტიის,
იწყე მოტივი - არა არყოფნის,
არამედ ტყვიის.

თუ რომ სადგომად არ ეყოფიან
სივრცე ხმელეთის,
ჩემო სიმღერავ, მაშინ სჯობიან
სიმღერა ჰკვეთის.

გადაერიე, ლაშქარო, გასწი,
გაფანტე მტერი,
წუნკლებს მიუზღავს თვისას ათასწილ
საბჭოთა ერი!

1940

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე