ტექსტი
* * * იფრთხიალა, ფრთა გაშალა...
ტაბიძე გალაკტიონ95231 ნახვა · დღეს 1
იფრთხიალა, ფრთა გაშალა
და გაფრინდა გესი -
გუშინწინ თუ იმღეროდი -
ეხლა რაღად ჰკვნესი?
იფრთხიალა, ფრთა გაშალა
და გაფრინდა გესი -
გუშინწინ თუ სხვა გზა გქონდა,
რად შესცვალე გეზი?
იფრთხიალა, ფრთა გაშალა
და გაფრინდა გესი.
დაიკარგა სადღაც ნისლში:
რწმენა მისი „მე“-სი.
1940