ტექსტი

ბუნების განახლება

ტაბიძე გალაკტიონ

95274 ნახვა · დღეს 18

სხვა წალკოტების,
შავი ზღვის პირად,
სადაც ლაჟვარდი
დაჰყურებს ტალღებს,
ოქროს ტოტები
ხშირად და ხშირად
თბილისში ვარდით
მიმოაქვთ ბაღებს.
მალე ის ტოტი
სულ სხვანაირად
ჩვენს დედაქალაქს
გასცდეს. შეაღებს
კარებს შორს, ლალებრ
ანთებულ გზითა,
და ეტყვის: სალამს
გითვლის კოლხიდა!

1939

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე