ტექსტი
ვეფხისტყაოსნის აფხაზურ ენაზე თარგმნის გამო
ტაბიძე გალაკტიონ95269 ნახვა · დღეს 19
რუსთაველის სტრიქონების
მძაფრზე-მძაფრი წყება;
აფხაზეთი... სად მგოსანი
ერთგულ მთარგმნელს ხვდება.
ამ შეხვედრით ერთურთს სწვდება
თავდადება, გზნება -
დიდი დროშა, სიყვარული
და ურყევი ნება.
1939