ტექსტი
* * * სადღაც შრიალებს ჭაობი ჭყვიში...
ტაბიძე გალაკტიონსადღაც შრიალებს ჭაობი ჭყვიში,
შარასთან ორი ძველი ცაცხვია.
ის ბევრი დარდი და ბევრი შიში,
გადამტან გულთა ფერფლი აწყვია.
ხსოვნაც არაა. გამქრალა ნიში.
რა სიშიშვლეა, რა სისაწყლეა!
1937
ტექსტი