ტექსტი
ესპანეთის გმირებს
ტაბიძე გალაკტიონ95276 ნახვა · დღეს 20
აი, ნამდვილი გმირთა-გმირობა
და თავდადება,
ნაყოფით მისით ქვეყანა მალე
ათავთავდება.
დრო მოვა, ძმებო, და ჩვენ მოვნახავთ
ხიდეს გადებულს.
მივესალმებით კიდევ ერს მებრძოლს
და თავდადებულს!
1936
ტექსტი
95276 ნახვა · დღეს 20