ტექსტი

თეთრეული

ამაღლობელი რატი

7906 ნახვა · დღეს 20

თეთრი ფერით, მკვეთრი ფერით 
დაიფარა ყველაფერი. 
თრთვილით, თოვლით, თეთრი ნისლით 
გამოვლინდა ფერი მისი. 
თეთრი ფიქრის თეთრი ღმერთი 
თეთრ ეთერში აღდგა მკვდრეთით. 
თეთრ ზეწარზე დაწერილი 
ბედისწერის ასოები 
მწვერვალების გვირგვინია 
დაფერილი სასოებით. 
თეთრი ზღაპრის თეთრი აფრით, 
თეთრი ფრთებით ანგელოსის 
ავფრინდი და თეთრ თავსაფრით 
მზე ცის ტახტზე ვნახე რომ ზის.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე