ტექსტი

* * * აყვავილდა ყაყაჩო...

ტაბიძე გალაკტიონ

95284 ნახვა · დღეს 27

აყვავილდა ყაყაჩო,
ვარდი და აკაცია,
ელისეის მინდვრებზე
მშვენიერი დარია.
ჰყვავის პარმის იები,
ჰყვავის ჩაის ვარდები,
მხოლოდ მრავალთა გულში
ისევ იანვარია.

1936

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე