ტექსტი
სად ინავარდებ...
ლეონიძე გიორგი19155 ნახვა · დღეს 2
სად ინავარდებ... სადამდე,
ლექსო, სად გადაითხევი?
არ დავარდება მიწაზე
აჟღერებული სიტყვები...
რძეს ამოხეთქილს ძუძუდან
შესვამს ის ვისაც ერგება;
გულის ნაწური ნაკადი
ზვირთებად დაითერგება!..
ლექსო, სად ივლი, სადამდე?
მე აღარ შეგეკითხები...
არ დავარდება მიწაზე
აჟღერებული სიტყვები...
1938