ტექსტი

თვითმფრინავით

ტაბიძე გალაკტიონ

95269 ნახვა · დღეს 17

სულ შვიდი კაცი ვყავართ თვითმფრინავს,
მას გამოცდილი მართავს პილოტი,
ზევიდან ზეცის წიაღი გრგვინავს,
ქვეშ ევროპაა ნისლის ტილოთი.

კუპრით მოსილი არის მზე იგი,
წვიმაც სცრის, თითქოს შეჰკრეს პირობა;
რომ ამ ქაოსში შექმნა წესრიგი -
აი, რა არის მართლა გმირობა.

1935

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე