ტექსტი

ანდრე ჟიდი და ანდრე მალრო

ტაბიძე გალაკტიონ

95279 ნახვა · დღეს 17

ბერიკაცს ქუდი წარბამდე ხურავს, ჭაბუკს კი გვერდათ,
მაგრამ კონგრესის ჭერს და სახურავს აგებენ ერთად.
სახალხო ფრონტის აგებას უცდის თვალთ ელვა შუქის,
აღფრთოვანება - როგორც მოხუცის, ისე ჭაბუკის.
ორთავესია ივნისის გული, ეს მზე, ეს სიო.
ეს ხმაურობა და გაზაფხული ორთავესია.
არც ერთს არ ეტყვის მისთვის სამდურავს ეს სიმაისე,
ანდრე ჟიდს ქუდი რომ ასე ხურავს, მალროს კი ისე.

1935

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე