ტექსტი

* * * მე ხომ აქ ვყოფილვარ...

ტაბიძე გალაკტიონ
მე ხომ აქ ვყოფილვარ, მე ხომ ეს მინახავს
ოცდაათ წლის წინათ ჩვენს მეფისჭალაში;
რასაც კი წარსული ოცნება ინახავს
მშვენიერ წიგნებში და ყრმობის ძალაში.

1935