ტექსტი

* * * გადამწვანებულ მწერვალებიდან...

ტაბიძე გალაკტიონ

95287 ნახვა · დღეს 26

გადამწვანებულ მწერვალებიდან
მოედნებიანს დავსცქერი ბათომს,
ესაა მკრთალი ნათელი დილის,
დილის, რომელიც სიხარულს მათოვს.

ო, მოგონებავ, როგორ გიცდიდა
ის სიხარული თეთრი რტოებით.
რაგვარ სიცხადით შენ განგიცდია
ყრმობა - გემების მოახლოებით.

მოგონებები! ისინი - როგორც
მოგზაურები ლამაზი ნავის,
მიმოსცურავენ აღმოსავლეთით,
როცა ასეთი ცისკარი ჰყვავის.

1935

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე