ტექსტი

* * * როგორც მენავემ ძველი სანავე...

ტაბიძე გალაკტიონ

95279 ნახვა · დღეს 23

როგორც მენავემ ძველი სანავე,
ვით გულმა გული და მკლავმა მკლავი,
ისე პირველი ნახვისთანავე
ვიცანი ჩვენი მდინარის ნავი.

ჩემი ყრმობის ხნის, დიდი ხნის წინედ
ამ ნაპირებმა, სავსემ მწვანეთი,
იცოდა, საჭევ, რა გულმოდგინედ
დავიმეგობრეთ ჩვენ ერთმანეთი.

ნეტა ამ ნავში დამაძინა და
გამომაღვიძა ასი წლის გარე -
მანახვა: რა მხრით, როგორ ინათა
და როგორ ნათობს აქ მზე და მთვარე.

1934

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე