ტექსტი

სანამ არ დამსხვრეულან

ტაბიძე გალაკტიონ

95242 ნახვა · დღეს 1

სანამ არ დამსხვრეულან
ქნარები და არფები,
ლირიული განდგომის
სიმებს დავეხარბები.

სანამ არ გადამჭკნარან
ბაღში ვარდთა ბარდები,
მიწავ, ნუ გეცოდები,
ცაო, ნუ გედარდები.

კოშკი ჩემი მაღალი
ადის დროთა ქროლამდის,
მას მრავალი ბურჯი აქვს,
ყველა მხოლოდ ფოლადის!

1934