ტექსტი
* * * მისაყვედურებს ბევრი...
ტაბიძე გალაკტიონ95280 ნახვა · დღეს 23
მისაყვედურებს ბევრი,
მაგრამ მე მესმის მათი,
მათ კი არ ესმით ჩემი.
კრილოვის ქუჩა, 10.
აქ ჩემს მესამე სართულს
მთვარე ანათებს ღამით.
გათენებამდის ვწუხვარ
ლიტერატურულ შხამით.
1934