ტექსტი

* * * მეც იმ ჭაპანზიდვამ...

ტაბიძე გალაკტიონ
მეც იმ ჭაპანზიდვამ
ადრე დამაბერა.
მუხლი მომიკვეთა,
მაგრამ აწ მახარებს,
ამ გზით გადავხედავ,
თუ რა მრავალფერად
ახალს ეფინება
შრომა ველ-ბაღნარებს.

1933