ტექსტი

დანგრეული სახლი სოხუმში

ტაბიძე გალაკტიონ

95273 ნახვა · დღეს 18

როგორც სიმსივნე
გადასარევი
ან მოწამლული
რამე იარა,
ისე - ფაშიზმი.
მან მღვრიენარევ
ნიაღვარივით
გადმოიარა.

მან საკუთარი
გადიხსნა ქალა
და ქვებზე თვისი
დაასხა ტვინი.
ახლა, შეხედეთ,
ვით გაქრა ძალა,
როგორ მიიმსხვრა
მომხდურის ჟინი!

სოხუმში სახლი,
ნგრეული მაშინ,
მზად არის თავი
მაღლა აიღოს:
სიმართლეს სწორედ
შეხედოს თვალში,
რანაირიც ის
არ უნდა იყოს!..

1932

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე