ტექსტი
დილა. სკოლისკენ. მელანი. ჩანთა
ტაბიძე გალაკტიონდილა. სკოლისკენ. მელანი. ჩანთა.
გადამეტებით ბავშვს იგი ართობს.
ღრუბელი ცაზე არ სჩანს, არ სჩანდა,
მხოლოდ შავი ზღვის სიო ნავარდობს.
მისი თვალებიც სილაჟვარდეა
და აღტაცება მრავალთ-მრავალი,
იგი, სიცოცხლით სავსე გვარდია,
ჩვენი იმედი და მომავალი.
1930