ტექსტი

* * * იგი დაშორდა სამუდამოდ...

ტაბიძე გალაკტიონ

95280 ნახვა · დღეს 21

ციკლიდან „პაციფიზმი“

იგი დაშორდა სამუდამოდ გადაბურულ მთას,
მტკვრის და ენგურის სათავეებს, სადაც ანკარად
გამჭვირვალე წყალს დაჰყურებენ მძლავრი ხეები.
იგი დაშორდა სამუდამოდ, ო, სამუდამოდ.
ის წამოვიდა დარიალის ვიწრო ხეობით,
იგი გამოჰყვა სვანეთიდან მომავალ ტივებს,
ფეხით, ცხენით თუ მატარებლით - იგი დაშორდა
სოფლის სიმშვიდეს, რომ ქალაქში დაისადგუროს,
რომ ქარხანაში შეუერთდეს მუშათა რაზმებს, -
დაჰკრას ჩაქუჩი, გამოსჭედოს ახალი ბედი.

1930

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე