ტექსტი

მყინვარი

ტაბიძე გალაკტიონ

95271 ნახვა · დღეს 17

ციკლიდან „პაციფიზმი“

ლიტერატურას ბევრი ტურისტი
ახლავს გვიანი,
ზოგი კუბისტი და ფუტურისტი,
ზოგიც ჭკვიანი.
ზოგი სიზმრებში არის გართული
როგორც ნიბლია,
ნატვრაა ზოგის მხოლოდ ქართული
სტილის ბიბლია.
ზოგს მყინვარზედაც უახლოესი
ააქვს ტალახი.
რომ იქ იპოვოს ავერეოსი,
ქრისტე, ალლახი.
იქ ეგულება მას მონასტერიც
მუხლმოდრეკილი,
თავის უამრავ ცოდვებს დასტირის
დრო - განდეგილი.

1930

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე