ტექსტი
სხვა ზღვა სადაა ასეთი?
ტაბიძე გალაკტიონ95232 ნახვა · დღეს 1
ციკლიდან „პაციფიზმი“
რად ვეგო სხვას ფიანდაზად?
არის ქართული ანდაზა:
თურაშაულის პატრონი
ტყეში ეძებდა პანტასა.
სხვა სილამაზე სადაა,
სხვა ზღვა სადაა ასეთი,
ამიტომ მიყვარს ლამაზი
და მარად მხნე აფხაზეთი.
1930