ტექსტი
სმენას ტალღების გრგვინვა კვლავ სწყურის
ტაბიძე გალაკტიონ95229 ნახვა · დღეს 1
სმენას ტალღების გრგვინვა კვლავ სწყურის,
მასში მე მესმის ანდამატურის
ახალგაზრდობის დროს გაგონილი,
გადმონაჩქერი გრგვინვა ნადურის.
ის იმოსება ახალ ფერებით,
უბედობით თუ ბედნიერებით.
საცა არ ელი, შეიჭრება იქ -
ახალის სულით და აჟღერებით.
1930