ტექსტი
* * * გულს ნუ მოიყვან...
ტაბიძე გალაკტიონციკლიდან „პაციფიზმი“
გულს ნუ მოიყვან,
გულს ნუ მოიყვან,
დალიე ქვეყნის შესანდობარი,
დრონი მოირღვენ...
პირველს საშინლად დასწვა მეორემ
სახე, გვერდები.
გულს ნუ მოიყვან, კეთილო, თორემ
ადრე დაბერდები!
1930
ტექსტი