ტექსტი

მიეც ქარიშხალს თავშესაფარი

ტაბიძე გალაკტიონ

95269 ნახვა · დღეს 17

ციკლიდან „პაციფიზმი“

როცა გარშემო სისხლის მდინარე
რწყავს ნიადაგებს,
პაციფისტი სდგას გულხელდაკრეფით,
ასე ქადაგებს:
მიეცეს ფუტკარს თავშესაფარი,
და ქარიშხალსაც
მშვიდი სამყოფი,
ნუ მოაკლდება ყვავილებს ცვარი
და ლაღ ფრინველებს
მწიფე ნაყოფი,
რომ კიდით კიდე გადმოეფინოს
ბედნიერების
და შვების ბადე,
ყოველ ფოთოლში, ყოველ ბალახში,
პაციფისტური სული დაჰბადე.

1930

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე