ტექსტი
* * * ლერწამო! ვერ მოგჭერ...
ტაბიძე გალაკტიონ95236 ნახვა · დღეს 1
ლერწამო! ვერ მოგჭერ
ოცნებაო ჩობნის,
ეს ფოთოლი ზოგჯერ
ადამიანს ჯობნის;
სად არ ვიყავ: სიბრძნეს
თაყვანს აღარ სცემენ,
ფოთლებმა კი მიგრძნეს,
შრიალს მაგებებენ.
1930
ტექსტი
95236 ნახვა · დღეს 1