ტექსტი
მზის კაშკაში (ეპოქა)
ტაბიძე გალაკტიონციკლიდან „ეპოქა“
ალთ კაშკაში.
ქარხანაში შუადღეა.
შრომის სხივით
აელვარებს, რკინად ადნობს,
ქურას ანთებს სიმღერაში.
შრომის ცეცხლით, შრომის ალით,
სავსე ცეცხლის მომავალით
მზის კაშკაში
დაგრიალებს ქარხანაში.
1928