ტექსტი

დიდი მარაგი

ტაბიძე გალაკტიონ

95271 ნახვა · დღეს 18

ციკლიდან „ეპოქა“

იქ, სად ცემენტის არის ბუდობი,
ამოზღვავება მიწიდან გველის
მრავალმილიონ ტონა ქვა-კირის,
მრავალმილიონ ტონა მარგელის.
იქ, სად ცემენტის არის ბუდობი
და მუშაობა დაუმცხრალია,
რომ გაწოლილა, იგი რკინისგზის
დაუცხრომელი მაგისტრალია.
ორასიათას ტონას წლიურად
ელის ქალაქი და აგარაკი,
ორასი წლისთვის არის საკმაო
ამ მასალების დიდი მარაგი.

1928

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე