ტექსტი
გზა ახალ-ახალ გადამთოვრების
ტაბიძე გალაკტიონციკლიდან „ეპოქა“
გულში ვრცლადაა ჩარიგებული
განცდათა ჯარი,
ქვეყნად კი არის გამეფებული
შრომა მედგარი.
გზა ახალ-ახალ გადამთოვრების
გაიხსნის ღილებს,
ჩემი სალამი ახალ ცხოვრების
ხეს და ხეხილებს.
1928
ტექსტი