ტექსტი
ხვალ მაისია
ტაბიძე გალაკტიონ95255 ნახვა · დღეს 2
ციკლიდან „ეპოქა“
ხვალ მაისია. რა სიხარულით
ჩვენ გავალთ ხალხში აფრთოვნებული.
სადაა მტერი, ისევ მაისმა
მას სასიკვდილოდ გაუპოს გული.
ხვალ მაისია. წითელ დროშებით
და ყვავილებით გამოვა მასსა,
მაისმა მისცა მას გამარჯვება,
მაისმა გრძნობა გაუალმასა.
1928