ტექსტი
* * * ხანდახან, როცა გაზაფხულები...
ტაბიძე გალაკტიონციკლიდან „ეპოქა“
ხანდახან, როცა გაზაფხულები
უახლოვდება ჩემს აღდგენილ სულს,
მინდა ვიმღერო, როს იდუმალი
ძალა შუაზე სწყვეტს ამ სიხარულს.
რა მოხდა? ქარი, ქარიშხალია?
როგორ უარვყოფ ძალას ამ ხმისას?
დიდიხანია, რაც რომ იმგვარად
არ უმღერია ჩანისლულ მიწას.
1928