ტექსტი

დაიღუპა ის ხომალდი

ტაბიძე გალაკტიონ
დაიღუპა ის ხომალდი დიდიხანია,
ო, რამდენი მწუხარება ამიტანია.
იგი აწ ჰქრის ზვირთთა შორის როგორც ჩვენება
და ღელვაში არ აქვს სული და მოსვენება.
ხან აქ, ხან იქ მიაქანებს ღელვა შორითი
და აფრებში მწარედ იბრძვის ქარი ბოროტი.

1927