ტექსტი
თქვენ გართობდათ
ტაბიძე გალაკტიონ95235 ნახვა · დღეს 1
თქვენ გართობდათ ზღვათა გული და სული,
და თვალები გქონდათ მშვიდი, ზღვისფერი,
მოლაჟვარდე, როგორც ლაფის-ლაზური,
ლაჟვარდებთან იდგა ლიუციფერი;
იგი გახდა მშვენიერი მაგია
და ოცნება შენი ამხანაგია.
1927