ტექსტი
ყვავის სიმღერა
ტაბიძე გალაკტიონ95252 ნახვა · დღეს 1
რომელი ფრინველია ყველაზე ლამაზი?
ჩემი ბახალა!
მე, ყვავი, ვმღერი ყველგან ამაზე,
ჩემი ბახალა.
შენს ჩხავილს ყველამ დაუჯეროს,
ჩემო ბახალა.
თოვლში მოგიყვანს ზაფხულის ყვავილს
ჩემი ბახალა.
ვინ არის ყველაზე ფაქიზი და ნაზი?
ჩემი ბახალა!
რომელი ფრინველია ყველაზე ლამაზი?
ჩემი ბახალა!
1927