ტექსტი
ტყე
ტაბიძე გალაკტიონ95230 ნახვა · დღეს 1
ტყე. მთვარეზე ნავის
დღე ჟინია,
დათვს თავისი თავის
ეშინია.
ყოველივე საგანს
ეშინია.
სცივა გადანაქანს
ტყეში ნიავს.
ყოველივე საგანს
ადგილი აქვს,
თვით ნიავთაგანს,
ბილიკს.
1927
ტექსტი
95230 ნახვა · დღეს 1