ტექსტი

რას ჰკივის ქუჩა?

ტაბიძე გალაკტიონ

95234 ნახვა · დღეს 1

რას ჰკივის ქუჩა?
ამ დროს უეცრად მომაგონდება
ყინვები.
ო, რა წამება გამოვიარე.
ღამის მთევარი,
ეხლა
ვინ არის წმინდა და
უდარდელი?
დიახ,
ეს მე ვარ...
მაგრამ წარსული
არავის ესმის
პოეტის გარდა.

1927