ტექსტი

დედოფალა

ტაბიძე გალაკტიონ

95272 ნახვა · დღეს 19

საბრალო დედოფალა,
მორთული ფერადი ფარჩით,
მას აქვს დაბურდული, ოქროსფერი თმები,
ცისფერი დიდი თვალები,
პაწაწინა წითელი ტუჩები
და უმოძრაო ხელფეხი.
სთქვი, დედოფალა!
იმღერე, დედოფალა,
რა გქვიან შენ სახელად?
ხომ არ მიირთმევ, დედოფალა!
ბაგით ალუბლებს?
მაგრამ შენ გინდა ერთადერთი:
წყევლისგან განთავისუფლება.

1927

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე